იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ინტერს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრში შესაძლოა ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ვერ მიიღოს – საქმე იმაშია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დღეს მხოლოდ სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა.
კვარა დიდი ალბათობით “ინტერთან” მატჩს გამოტოვებს და მომდევნო ტურისთვის უკვე მზად იქნება.
Post Views: 3,067