გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში მსოფლიოს ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები.
მაისურაძე ოჯახთან ერთად ამ დროს რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ახლობლებთან და სპორტსმენებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.
Post Views: 1,399