სპალეტი ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს – რა ელის კვარას

სპალეტი ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს – რა ელის კვარას

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში პოსტს ლუჩანო სპალეტის შესახებ აქვეყნებს:

“ნაპოლის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერიოზულად განიხილავს, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავიდეს, რადგან აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს უკვე აქტიურად ეძებს”, – რომანო

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ყველაფრის ოფიციალურად გამოცხადებამდე არც ისე ბევრია დარჩენილი”, – ლუჩანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი 64 წლის სპეციალისტის ჩამნაცვლებლად ანტონიო კონტეს, რაფაელ ბენიტესს, ვინჩენცო იტალიანოს და სხვებს განიხილავს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ნაპოლის ბოსმა განაცხადა რომ ხვიჩა ხელშეუხებელია და თუ ოსიმენიც წავა, წორედ კვარა განიხილება გუნდის ლიდერად.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *