ხვიჩა ფლანგზე აღარ ითამაშებს ? – რა ელის კვარას სპალეტის წასვლის შემთხვევაში

ხვიჩა ფლანგზე აღარ ითამაშებს ? – რა ელის კვარას სპალეტის წასვლის შემთხვევაში

Napolipiu თავის ვებგვერდზე სტატიას ჯან პიერო გასპერინის შესახებ აქვეყნებს და იმ ცვლილების შესახებ წერს, რომელსაც ნაპოლი თავის თავზე მისი დანიშვნის შემთხვევაში გამოსცდის.

“ატალანტას ამჟამინდელი დამრიგებელი სათამაშოდ მუდმივად 3-4-2-1 ტაქტიკას იყენებს, რომელიც რიგ მომენტებში 3-5-2-ად იცვლება ხოლმე. ცხადია, ასეთ შემთხვევაში შეიცვლება ხვიჩა კვარაცხელიას როლი.”

“ქართველ ფეხბურთელს გასპერინისთან ერთად მოუწევს, რომ ფლანგზე თამაში შედარებით დაივიწყოს და მეტად ცენტრზე, კართან სიახლოვეზე ფოკუსირდეს, რაც მას გოლების გატანის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაუზრდის.”

“იმ შემთხვევაში თუ გასპერინი ნაპოლის მწვრთნელად მართლაც დაინიშნება, მაშინ ხვიჩას გვერდით ჯაკომო რასპადორი დადგება, ორივე ერთად კი ოსიმენთან ერთად შემტევ ტრიოს ჩამოაყალიბებენ.” – წერს ვებგვერდი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *