“რადიო თავისუფლება” აქვეყნებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედასთან ინტერვიუს, სადაც ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ მას დაუკავშირდა იმ ორი ახალგაზრდადან ერთ-ერთი, რომლის ფოტოებიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში გაავრცელა.
ცნობისთვის, ნატო ხუტაშვილმა რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქზე” ორი ახალგაზრას ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ შესაძლოა მათ მისი შვილის გარდაცვალებაზე რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ, რადგან კამერებმა ისინი სწორედ იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირეს, სადაც უგონოდ მყოფი ანი იპოვეს.
“მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ” – ამბობს ხუტაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.