ნაპოლიმ ბოლონიასთან გასვლაზე გამართა და 2:2 ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელიას მინდორზე საგრძნობლად ცოტა დრო მიეცა, რის გამოც ის განაწყენებული დარჩა.
ამ ყველაფრის შესახებ სტატია გამოაქვეყნა Calcionapoli-მ, რომელმაც კვარას მოედნიდან გასვლის ეპიზოდი დეტალურად გაიხსენა:
“გუშინწინ ხვიჩა კვარაცხელია ბოლონიასთან მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე შეცვალეს, რის გამოც ის ძალიან გაბრაზდა და ფორმალურად ჩამოართვა ხელი როგორც სპალეტის, ისე თანაგუნდელებს.”
“ხვიჩა კვარაცხელია შეეცადა, რომ სწრაფად მისულიყო სათადარიგოთა სკამზე და ჩუმად დამჯდარიყო, ამ დროს კი მასთან ჯოვანი დი ლორენცო გამოჩნდა, რომელმაც ქართველს თავზე ხელი გადაუსვა და მისი გამხნევება სცადა.”
“მთელი მატჩის განმავლობაში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში მეტ ჩართულობას სთხოვდა, რათა ბურთი შემტევებამდე მეტად მისულიყო, კვარას წარუმატებელმა მცდელობებმა კი ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. ცხადია, ის თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა.” – დაწერა ვებგვერდმა