გამოცემა The Athletic-მა სერია ა-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა და მთლიანობაში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
საუკეთესო ახალგაზრდად „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა ვკარაცხელია დასახელდა:
„ცალსახად სერია ა-ს საუკეთესო ტრანსფერი. მოვიდა არსაიდან და უმალვე უდიდესი გავლენა იქონია.“ – წერია საიტზე.
საუკეთესო ფეხბურთელად კი ასევე „ნაპოლის“ ფორვარდი, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი დასახელდა:
„ამ სეზონში მან თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინა და 30-გოლიანი სეზონით თავისი ფასი გააორმაგა.“
Post Views: 5,719