ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე მალე ოფიციალურად დაქორწინდებიან, თუმცა წყვილი უკვე ერთად არის.
ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია ჟურნალ „სარკეს“ უყვება, ნონა გაფრინდაშვილისა და ხვიჩას შეხვედრაზე საუბრისას:
„ნაპოლის“ მატჩიდან მეორე დღეს მოვიდა ხვიჩა ოჯახთან ერთად, მეუღლესთან, ნუცასთან ერთად…
პატრიარქმა რომ დალოცა წყვილი და დაიწინდნენ, ვიცით. უკვე ერთად არიან?
კი, ერთად არიან. მინდა, ვუსურვო კვარაცხელიების გამრავლება, ეს სჭირდება ჩვენს გვარსაც, ოჯახსაც და ქვეყანასაც…“
„მასპინძელი ხვიჩას ოჯახი იყო. მისი მშობლებიც ნეაპოლში ცხოვრობენ ახლა. ქალბატონი ნონა ამ დღისთვის სასწაულად ემზადებოდა. ნონამ ზეპირად იცის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ამბავი, ფინალის მონაწილეები, სახელები და გვარები, ვინ გაიტანა გოლი, ვინ ითამაშა ფრე, სასწაული ქალია!
მატჩის დროს მშვიდად იჯდა. სასტუმროში რომ დავბრუნდით, ვუთხარი, ახლა უნდა მითხრათ, როგორი იყო ნაპოლის სტადიონზე მატჩის ყურება-მეთქი. ყველაფერს დეტალებში განიხილავდა. ყველა წუთი ახსოვდა.
შეხვედრა მეორე დღეს შედგა. გეგონებოდათ, ასი წელია, ერთმანეთს იცნობენო. ნონას იქ ჩასვლა და გულშემატკივრობა უდიდესი სტიმული იყო. ხვიჩამ მოუტანა და ნონას აჩუქა ის მაისური, მისი გუნდის ფოტო რომაა დატანილი, ჩემპიონები რომ გახდნენ. ნონამ მთლიანად გააანალიზა წინა დღის მატჩი და ისიც მიმოიხილა, როგორ გახდა „ნაპოლი“ ჩემპიონი…“