კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ხვიჩა „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი კი თითქმის ორჯერ გაიზრდება და წლიურად 2.5 მილიონი ევრო გახდება.
მოქმედი კონტრაქტით, კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე არის დაკავშირებული და მისი წლიური ხელფასი 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.
Post Views: 2,704