“მთელი ნიგერია დაგცინით, რასისტების ქვეყანა ხართ” – რას წერენ ნიგერიელები კვარას საუკეთესოობაზე

“მთელი ნიგერია დაგცინით, რასისტების ქვეყანა ხართ” – რას წერენ ნიგერიელები კვარას საუკეთესოობაზე

ხვიჩას სერია A-ში მოპოვებული MVP-ის ტიტულს ეხმაურებიან ნიგერიელი ფანები, რომელთა აზრითაც ვიქტორ ოსიმენი რასიზმის გამო დაიჩაგრა:

“ყველა ამბობს, რომ ლა ლიგაში რასიზმის პრობლემაა, სინამდვილეში კი სერია A-შიც ანალოგიური ხდება”

“ოსიმენი აფრიკელია და საუკეთესოს ჯილდოს მხოლოდ ამიტომ არ აძლევთ”

“ეს არის თქვენი სოლიდარობა ნიჭისადმი? ვიქტორის გარეშე ნაპოლი ჯოჯოხეთში იქნებოდა”

“წინასწარ ვიცოდი, რომ გადაწყვეტილებას რასისტები მიიღებდნენ, ძალიან მოსაწყენები ხართ”

“ღირსები არ ხართ, რომ ოსიმენმა თავისი თამაშით სახელი თქვენს ლიგას გაუზარდოს”

“დარწმუნებული ვარ, რომ ოსიმენი არც კი განუხილავთ, სამარცხვინოებო”

“სანამ მსოფლიოში რასისტულად იმსჯელებენ, ომები იქამდე იქნება”

“მთელი ნიგერია დაგცინით, რასისტების ქვეყანა ხართ”

“საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ვერა? იმიტომ ხომ არა, რომ აფრიკელია?”

“ევროპა მხარს ევროპელს უჭერს, ნიგერიელი არავის გადარდებთ” – წერენ ოსიმენის თანამემამულეები

წყარო : Sportline.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *