რას ამბობს ფაბიო კაპელო კვარას საუკეთესოობაზე – “გეტყვით რომ…”

რას ამბობს ფაბიო კაპელო კვარას საუკეთესოობაზე – “გეტყვით რომ…”

ნაპოლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო, რადგან კვარა სხვა არცერთ ნომინაციაში არ შეუყვანიათ, მისი უპრიზოდ დატოვება კი სრული უტოპია იქნებოდა.

ცხადია, მისმა მიღწევამ არაერთ გულშემატკივარში გულისწყრომა გამოიწვია. ალბათ, მარტივი მისახვედრია, რომ საუბარი ნიგერიელ ქომაგზეა, რომელიც ამავე ჯილდოს გადაცემას ვიქტორ ოსიმენისთვის ითხოვდა, რომელიც საბოლოოდ სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

სხვათაშორის, აზრთა სხვადასხვაობაში ჩაერთო ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის MVP-ის ტიტულის მიცემა სწორი გადაწყვეტილება იყო!

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *