10 ყველაზე სულელი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო და გაანიავა

10 ყველაზე სულელი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო და გაანიავა

როდესაც მილიარდში ერთი შანსი გაქვს, მოიგებ თანხას და ყველაფერს გაანიავებ… არხი Alltime10s წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სულელ ადამიანს, რომლებმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგეს.

10. მაიკლ კეროლი, 15.2 მილიონი დოლარი

image

მაიკლ კეროლს ძალიან გაუმართლა 2002 წლის ლოტოს გათამაშებაში. მან ერთ-ერთ
ტირაჟში 15.2 მილიონი დოლარის სახით ჯეკპოტი მოიგო, მაგრამ სულელმა
ადამიანმა ეს ფული გართობაში და ნარკოტიკებში დახარჯა. დღესდღეობით კეროლის
ანგარიშზე 1 დოლარიც აღარ არის.

9. ამერიკო ლოპესი, 38.5 მილიონი დოლარი

image

2009 წლამდე ამერიკო ლოპესი ნიუ ჯერსიში სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. მან და მისმა თანამშრომლებმა ერთად გადაწყვიტეს ლატარიის ბილეთის ყიდვა. ერთ დღესაც ლოპესმა გაიგო, რომ ბილეთმა 38.5 მილიონი დოლარი მოიგო. მან გადაწყვიტა, რომ კოლეგებისთვის ეს ამბავი არ შეეტყობინებინა და სამსახურიდან წავიდა. ლოტოს მოგების ამბავი მისმა თანამშრომლებმა გაზეთიდან შეიტყვეს და ლოპესს სასამართლოში უჩივლეს. მოსამართლემ აიძულა ამერიკოს თანხის ხუთად გაყოფა.

8. ტომას როსი, 1.3 მილიონი დოლარი

image

ტომას როსი მეუღლეზე, დენისზე, 26 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. 1997 წლის კი, მოულოდნელად, დენისმა განქორწინება გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, 11 დღით ადრე მან ჯეკპოტში 1.3 მილიონი დოლარი მოიგო და ქმარს არ გაუმხილა. ტომასმა ეს ამბავი 2 წლის შემდეგ შეიტყო და ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივლა.

7. იან გელტრესი, 1.5 მილიონი დოლარი

image

ბრიტანეთში მცხოვრები იან გელტრესი ლოტოს ყოველდღიურად თამაშობდა.
ის ყოველთვის ირჩევდა ერთსა და იმავე ციფრებს. ერთ დღეს, მისი ციფრები
გამართლდა და მან 1.5 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ამაოდ, რადგან მან
დაკარგული ბილეთი ვერ იპოვა.

6. ხოსე ანტონიო კუა-ტოკი, 750 000 დოლარი

image

2010 წელს ხოსე ანტონიო კუა-ტოკიმ 750 000 დოლარი მოიგო ლატარიაში. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა იგი ძალიან გაახარა, მაგრამ იმის გამო, რომ ეშინოდა, არ გაეგოთ, რომ ამერიკაში ემიგრანტად იმყოფებოდა, თავის ბოსს, ერიკ სერვანტეს სთხოვა თანხის გამოტანა. ერიკმა მოიტყუა, რომ ბილეთი მას ეკუთვნოდა და თანხა მიითვისა. ხოსემ სერვანტესს სასამართლოში უჩივლა და მოიგო კიდევაც, თუმცა ბოლოს მაინც დეპორტირებულ იქნა.

5. ეველინ ადამსი, 5.4 მილიონი დოლარი

image

1980 წელს ლოტოს ლატარიაში ნიუ-ჯერსელმა ეველინ ადამსმა 5 თვეში
ორჯერ მოიგო ჯეკპოტი. მთლიანობაში მას 5.4 მილიონი დოლარი შეუგროვდა.
სულელმა ეველინმა ეს თანხა ვერ გამოიყენა, მან მთელი თანხა აზარტულ
თამაშებში დახარჯა.

4. კრისტინა გუდნაუ, 1 მილიონი დოლარი

image

ორეგონში მცხოვრებ კრისტინა გუდნაუს მიერ შეძენილმა ლატარიის ბილეთმა 1 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან ბილეთი გარდაცვლილი დედამთილის საკრედიტო ბარათით შეიძინა, რომელი ქმედებაც არალეგალური იყო. როდესაც პოლიციამ ეს ამბავი გაიგო, მას მთელი თანხა ჩამოართვეს და ციხეში გაუშვეს.

3. როჯერ და ლარა გრიფიტები, 2.8 მილიონი დოლარი

image

ბრიტანელ წყვილმა, როჯერ და ლარა გრიფიტებმა ლოტოს ლატარიაში 2.8 მილიონი
დოლარი მოიგეს. ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ როჯერი და ლარა გაიყარნენ და როჯერს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 დოლარი ჰქონდა დარჩენილი. წყვილმა ფული სულელურ ინვესტიციებში ჩადო.

2. ჯონ როს ჯუნიორი, 2 მილიონი დოლარი

image

როდესაც ჯონ როს ჯუნიორმა კალიფორნიის ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოიგო, მან თქვა, რომ პირველი, რასაც გააკეთებდა, მანქანას იყიდიდა. მოგებიდან სამი თვის შემდეგ მან “დაითრია” მანქანა, მაგრამ არა ისე, როგორც მოელოდით. ჯონი მაშინ დააკავეს, როდესაც მეგობარს მანქანის მოპარვაში ეხმარებოდა.

1. ანონიმი, 75 000 მილიონი დოლარი

image

ლატარიის ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, ორმა უცნობმა ძმამ კანზასის ლატარიაში
მოიგეს 75 000 000 დოლარი. მათ სიხარულისგან არ იცოდნენ რა ექნათ, მოგების
დღესვე გამართეს გრანდიოზული წვეულება. საუბედუროდ, ზუსტად ამ დროს
სახლი ააფეთქეს და დაიღუპნენ.

წყარო

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *