Calcio Napoli 24-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის სამხრეთ კორეელი მცველი, კიმ მინ ჯე დატოვებს – იგივე წყაროს მტკიცებით, 26 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.
როგორც იწერება, კიმისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედი ფავორიტია, ისინი მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ და დიდი ალბათობით, სამხრეთ კორეელიც კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
Post Views: 5,540