იტალიური პრესტიჟული გამოცემები იუწყებიან, რომ “ნაპოლის” ბოსმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა ყველა შემოთავაზება დაბლოკოს კვარასთან დაკავშირებით.
დე ლაურენტისმა ხვიჩა 150 მილიონ ევროდ შეაფასა და მადრიდის “რეალი” ამ თანხას უკვე ვეღარ გადაიხდის.
ნაპოლიში სჯერათ რომ ხვიჩა გუნდის ლეგენდა იქნება და ქართველის გუნდში ყოლა კარიერის ბოლომდე სურთ.
“მათ ჯერათ რომ კვარა მარადონაზე ბევრს გააკეთებს გუნდისთვის” – წერს ერთ-ერთი გამოცემა.
კვაარს კონტრაქტს 2028 წლამდე უხანგრძლივებენ და ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონი ევრო გაუხდება. თუ მომდევნო სეზონში კვარა კვლავ უმაღლეს დონეს აჩვენებს, ლაურენტისი მის ანაზღაურებას კიდევ უფრო გაზრდის.
თუ ოსიმენი გუნდს დატოვებს, კვარაცხელია კლუბის ერთადერთი სუპერვარსკვლავი გახდება და კომბინაციების დიდი ნაწილი სწორედ მასზე აიწყობა.
Post Views: 5,247