მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელზე, წყალტუბოს “სამგურალის” ფორვარდ ლადო ჩიხრაძეზე ისაუბრა.
“ძალიან დიდი სიურპრიზია “სამგურალის” თავდამსხმელის, ლადო ჩიხრაძის გამოჩენა. როგორც იქნა, ამ ბოლო წლებში საქართველოში გამოჩნდა ფეხბურთელი, ვინც გატანა იცის. აშვეთიას წასვლის შემდეგ გოლის გამტანი ფორვარდი გვაკლდა. არ ვამბობ, რომ კარგი თავდამსხმელები არ გვყავდა, მაგრამ ასე გოლზე და კარზე დაგეშილი ფორვარდი არ მახსენდება. ბიჭი არაფრიდან მომენტს ნახულობდეს, ეს ჩიხრაძეს ბავშვი მე ძალიან მომწონს” – განაცხადა ჯუღელმა.
ლადო ჩიხრაძე 21 წლისაა და 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
Post Views: 1,610