ჯოვანი ალბანეზემ, რომელიც Gazzetta Dello Sport-ში ტურინის “იუვენტუსს” აშუქებს, საკუთარ YouTube არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ “იუვენტუსი” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ინტერესდება.
ალბანეზე ამბობს, რომ “ბებერი ქალბატონი” მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება, მაგრამ ტრანსფერის განსახორციელებლად ტურუნულ კლუბს “მილანის” დამარცხება მოუწევს, რომელმაც მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ჟურნალისტის თქმით, 22 წლის ფორვარდის ფასი 6-დან 12 მილიონ ევრომდეა.
ასე რომ დიდი შანსია, მომავალ სეზონში მიქაუტაძე და კვარაცხელია ერთ ჩემპიონატში ვიხილოთ.
Post Views: 10,484