Sportskeeda-ს ვებგვერდზე სტატია ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩელსის შესახებ გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ლონდონელები ქართველის შეძენით ინტერესდებიან და მზად არიან, რომ მის სანაცვლოდ ნაპოლის 120 მილიონი ევრო გადაუხადონ:
“ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ევროპული კლუბების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად გადაიქცა მას შემდეგ, რაც მან ნაპოლისთან ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატს სულ რაღაც 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მალევე დაამტკიცა, რომ მისი ღირებულება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე დინამო ბათუმმა კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლისგან მიიღო.” – წერს გამოცემა
სხვათაშორის, აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენიც ინტერესდებიან, რასაც კვარას საოცარი სტატისტიკა განაპირობებს როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.