საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ანგარიშით 1:2 სძლია.
“ჯვაროსნების” მხრიდან გოლების ავტორები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გახდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია, ის Sofascore-ს ვერსიით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
კვარამ Sofascore-სგან 8.8 შეფასება დაიმსახურა, რაც სიმბოლურ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად დაეხმარა.
Post Views: 3,644