იტალიური გამოცემების ინფორმაციით, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელების შემდეგ “ნაპოლიმ” გადაწყვიტა ხვიჩა კვარაცხელიას საგრძნობლად გაუმჯობესებელი კონტრაქტი დაუდოს.
საუბარია 4.5 მილიონ ევროზე. ამით, “ნაპოლი” ცდილობს კვარაცხელია 2028 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმოს.
მანამდე ყველა გავრცელებული თანხა, მაქსიმუმ, 3.5 მილიონ ევროზე ადიოდა.
საბოლოო შეხვედრა ხელშეკრულების თაობაზე მამუკა ჯუღელთან ერთად ივლისში შედგება.
წყარო : Footballnews.ge
Post Views: 2,610