მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა ლუკა გაგნიძემ, რომელმაც კვარაცხელიასა და მთავარი არბიტრის ეპიზოდი გაიხსენა:
“სანამ ჩვენს კართან კუთხური დაინიშნებოდა, კვარა იქამდე ეუბნებოდა მსაჯს, რომ თამაში აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა მან არ მოგვისმინა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლითაც ჩვენი მარცხი აიხსნება. ზოგადად თუ შევაფასებთ, ფიზიკურად ძალიან გვაჯობეს და ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს. მატჩის შეწყვეტა ორივე გუნდს სურდა, რადგან ბურთი მინდორზე უბრალოდ არ დაგორავდა. როცა გოლი გავუშვით, იმ წამს ბურთი გაჩერდა და არსებულმა გარემოებამ შოტლანდიას ხელი შეუწყო, რის შემდეგაც თამაში შეწყდა. ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა პრეტენზია.” – თქვა გაგნიძემ
Post Views: 9,857