საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საოცარი სეზონი ჩაატარა.
ქართველ მეკარეს “ღამურების” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ლომის წვლილი მიუძღვის.
ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემი” ახალ მეკარეს ეძებს.
“დეზებს” დავიდ რაია ძალიან მოსწონთ, თუმცა მასში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახიდს სურვილი არ აქვთ.
რომანოს ცნობით, ლონდონური გუნდი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გადაერთო. “ტოტენჰემს” ქართველი მეკარისთვის ბრძოლა თანაქალაქელ “ჩელსისთან” ერთად მოუწევს.
“ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს დაახლოებით 25 მილიონ ევროდ აფასებს.
Post Views: 3,036