Calcionapoli-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაპოლი 2023/2024 წლების სეზონში მთავარ სპონსორს გამოიცვლის და ახალ მაისურებზე ახალი დამფინანსებლის წარწერა იქნება დატანილი.
როგორც დაიწერა, აურელიო დე ლაურენტისისა და Lete-ს თანამშრომლობა დასრულდა, კლუბის ახალი სპონსორი კი MSC Cruises იქნება, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო კომპანია გახლავთ.
სხვათასორის, ამავე წყარომ თავის ვებგვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორი იქნება ნაპოლის მაისური მომდევნო სეზონში ახალ სპონსორთან ერთად, – იხილეთ ფოტო
Post Views: 2,855