აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რის მიხედვითაც ახალგაზრდა მოთამაშის ხელფასი 2.5-3 მილიონ ევრომდე იქნება.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით კვარაცხელიაზე მეტი ხელფასი 3 მოთამაშეს ექნება. ვიქტორ ოსიმენი (4.5 მლნ), ირვნიგ ლოსანო (4.5 მლნ) და პიოტრ ჟიელინსკი (3.5 მლნ) – სწორედ ამ ფეხბურთელებს აქვთ ხვიჩაზე მეტი ანაზღაურება.
ცნობისთვის, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
შესაძლოა ვიქტორ ოსიმენს აღნიშნული ანაზღაურება კიდევ ფურო გაეზარდოს. ოსიმენის აგენტი და დე ლაურენტისი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. აგენტმა როგორც განაცხადა, პირველი შეხვედრა მშვიდი და დამაიდებელი იყო. დიდი ალბათობით, ვიქტორი ნეაპოლში ორი წლით კვლავ დარჩება.
Post Views: 2,911