მომღერალი ნუცა ბუზალაძე მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიმართვას ავრცელებს.
„მეგობრებო და ჩემო გულშემატკივრებო, დღეს, მე თქვენ ძალიან დაგწყვიტეთ გული და თავს ვალდებულად ვთვლი აგიხსნათ ყველაფერი, რადგან მე ეს ძალიან მაწუხებს. ძალიან გავიცდი. ახლა ვეცდები აზრებს თავი მოვუყარო და გითხრათ ჩემი სათქმელი.
რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ვისურვებდი ჩემი კარიერის გაგრძელებას. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ყველა პროექტზე თუ კორპორატიულ შემოთავაზებაზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩემი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცე და გააზრებულია. ჩემი რუსეთში ან/და რუსებისთვის სიმღერა არც კი განიხილება… უფრო მეტიც, მიწვეული ვარ უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე. სწორედ ამ კონცერტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს – რუსეთი ოკუპანტია! ამას ვაჟღერებ ყველგან და ყოველთვის.
თუმცა, რუსეთში მყავს ბევრი ქართველი მეგობარი… გუშინ, სწორედ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაბადების დღე იყო (ის ჩემთვის ოჯახის წევრივით არის). რუსეთში მცხოვრებმა ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კომერციულ წინადადებებს არც კი განვიხილავ. დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული სტუმრის რანგში. საღამოს დასასრულს მთხოვეს მემღერა, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი.
ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ალბათ ამ სიტუაციაში ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება… არც კი მიფიქრია ამ ყველაფერს თუ ეს შედეგი მოჰყვებოდა…ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და გული მტკივა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად გვერდში მიდგანან გული დავწყვიტე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…“ – წერს ბუზალაძე.