„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი იტალიურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა და ამასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ადგილობრივ პრესაში სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვალტერ დი მაჯომ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
„ნაპოლის“, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთთან ხელშეკრულების გახანგრძლივების ინტერესი აქვთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. მხარეებს შორის საუბარი ახლა დაიწყო და ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, სანამ გავიგებთ როგორ განვითარდება მოვლენები“ – თქვა ჟურნალისტმა.
Post Views: 7,617