ნაპოლიმ 2023/2024 წლების სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო, რის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იტალიურ მედიაში ხდება და თანაც ნაპოლის ფეხბურთელთა ვარჯიშის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება.
რუდი გარსიამ თავისი ფეხბურთელები მინდორზე დღეს პირველად ნახა, სამედიცინო შემოწმება გაატარა და მცირედით დატვირთა კიდეც. ამ ეტაპიდან კლუბი დიმაროში გადაინაცვლებს და 25 ივლისამდე მზადების პირველ ეტაპს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ შვებულებიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებთანაც მუშაობის დაწყებას ფრანგი სპეციალისტი მოუთმენლად ელის.
Post Views: 5,196