“ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კლუბში დარცენა სურს.
ოსიმენს ერთადერთი საკითხის მოგვარება სურს, რომელიც მის ანაზღაურებას ეხება.
როგორც ცნობილია, ნიგერიელი ფორვარდი ხელფასის გაზრდას წელიწადში 4 მილიონიდან 7 მილიონამდე ითხოვს.
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ამ კოლოსალური თანხის გადახდას აურელიო დე ლაურენტისი მაინც აპირებს და ყველაფერს გააკეთებს რომ გუნდის ბომბარდირი შეინარჩუნოს.
Post Views: 3,340