ევროპული გუნდები ნელ-ნელა ახალი, 2023/24 წლების სეზონისთვის ემზადებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” კი დიმაროში იმყოფება და ამხანაგური დაპირისპრებისთვის ემზადება.
იტალიურ მედიაში გავცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარტენოპეი” რამდენიმე დღეში 2 ამხანაგურ შეხვერას ჩაატარებს.
პირველი მატჩი 20 ივლისს “ანაუნეს” წინააღმდეგ არის ჩანიშნული, სადაც მონაწილეობას სათადარიგო მოთამაშეები მიიღებენ.
რაც შეეხება მეორე თამაშს, “ანანუეს” შემდეგ ნეაპოლელები “სპალს” შეხვდებიან, სადაც მოსალოდნელია, რომ მონაწილეობას ხვიჩაც და გუნდის სხვა ლიდერებიც მიიღებენ.
ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “სპალის” დაპირისპირება 24 ივლისს შედგება.
Post Views: 11,047