ნიუკასლის დიდი ინტერესის ფონზე, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო – იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, აპოლის პრეზიდენტი ქართველ შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.
როგორც იწერება, ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება იგეგმება, 2029 წლამდე გახანგრძლივების ვარიანტით – ხელფასის სახით კი ხვიჩა ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს (ამჟამად 1.2 მილიონს გამოიმუშავებს).
Post Views: 21,734