ნაპოლის ბოსი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს.
ნიგერიელი ფეხბურთელის ხელფასი 7 მილიონი გახდება, კვარა კი 2.5 მილიონს მიიღებს.
ამ თემასთან დაკავშირებით “ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ ისაუბრა:
“არ მესმის, რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი ევრო, კვარაცხელიამ კი მხოლოდ 2.5 მილიონი. არაფერი მაქვს ვიქტორის საწინააღმდეგო, თუმცა ვის შეუძლია ამიხსნას მათ შორის ამხელა სხვაობის მიზეზი?
ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი ცალსახა განსხვავება. კვარაცხელია მაგარი მოთამაშეა, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში”. – განაცხადა მონტეფუსკომ.
Post Views: 3,591