იტალიელმა ჟურნალისტმა, ლუკა კერჩიონემ დაწერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიიწვიეს კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი დიმაროში მანჩესტერ სიტის მხრიდან ძლიერი ზეწოლა იყო.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კვარაცხელიას გამო სიტის მხრიდან ძლიერი ზეწოლა იყო, მაგრამ ნაპოლიმ, ხვიჩას წყალობითაც, წინააღმდეგობა გაუწია. შესაბამისად, კლუბმა მამუკა ჯუღელი დიმაროში მიიწვია, რომ კონტრაქტის განახლებაზე მალე შეთანხმებულიყვნენ”, – წერს კერჩიონე.
როგორც ჩანს, დე ლაურენტისს შეეშინდა რომ კვარას დაკარგავდა და მალევე გაუხანგრძლივა კონტრაქტი.
Post Views: 5,180