ლონდონის “არსენალს” “ნაპოლის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას სურს.
ცნობილია, რომ “მეთოფეები” ამ ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა შეთანხმება ძალინ რთული იქნება, რადგან კვარა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც იწერება, ლონდონელებს შესაძლოა ორი რამის იმედი ჰქონდეთ. ერთი ის არის, რომ კლუბებს შორის მშვენიერი ურთიერთობაა, ხოლო მეორე ის, რომ დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში დარჩება და სარფიანი წინადადების შემთხვევაში შესაძლოა ხვიჩა გაიყიდოს.
Post Views: 3,218