Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ალ ჰილალი” მორიგი ტოპ ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, “ალ ჰილალი” მზად არის, რომ ოსიმენი 140 მილიონ ევროდ გადაიბიროს.
არაბული გუნდი ნიგერიელ თავდამსხმელს ხელფასის სახით კვირაში 1.17 მილიონ ევროს სთავაზობს.
ეს შეთავაზება “ნაპოლისთვის” საკმარისი არ არის. იტალიური გუნდი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მხოლოდ 200 მილიონ ევროდ შეელევა.
თავის მხრივ ლონდონის “არსენალი” ცდილობს კვარაცხელიას გადაბირებას. ინგლისური გრანდის მხრიდან კვარას მიმართ ინტერესი დიდია და ახლო მომავალში შესაძლოა ნაპოლის ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთონ.
Post Views: 4,208