რაჭაში სტიქიისას გადარჩენილ ბიჭუნას ფეხბურთის ქართელმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა და გაამხნევა. ამის შესახებ მცირეწლოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას:
“მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიჭი კონსტანტინეა ❤️ ერთი ციდა 4 წლის კოტიკო სპაიდერმენივით სწრაფი და მამაცი ბიჭია და სწორედ სპაიდივით უშიშრად გაუძლო მეწყერს. არც ერთხელ არ დაუწუწუნია და ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია❤️ დღეს კი ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა მოიკოთხა და ისე გააბედნიერა, რომ დაიმორცხვა და ერთი სიტყვის გარდა ვერაფერი უთხრა ❤️ მიყვარხარ დედიკოს სიამაყევ ❤️” – წერია პოსტში.
Post Views: 37,098