ხვიჩა კვარაცხელიამ მიკროტრავმა სრულიად მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ ვარჯიშის შემდეგ კვარას დისკომფორტი არ უგრძვნია.
ნეაპოლელთა 2000 ქომაგი ესწრებოდა ვარჯიშს. აი რას წერს ერთ-ერთი იტალიელი ქომაგი :
“კვარა ვარჯიშებზე გამუდმებით საჯარიმოს დარტყმასა და პენალტებზე ვარჯიშობს. ალბათ ეს მისი ერთადერთი სუსტი წერტილია და ცდილობს გამოასწოროს”
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მწვრთნელი რუდი გარსია ახალ სეზონში კვარას ჯარიმებისა და პენალტების დარტყმის მთავარ კანდიდატად მოიაზრებს.
Post Views: 2,421