იტალიური გამოცემის Il Mattino-ს ცნობით ხვიჩა კვარაცხელია და “ნაპოლი” კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
კვარა ამჟამად წელიწადში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუსავებს, ახალი ანაზღაურების შემდეგ კი სავარაუდოდ მისი ხელფასი გაორმაგდება.
გთავაზობთ იტალიელი გულშემატკივრების კომენტარებს.
“ცოტაა, მინიმუმ წელიწადში 3-4-5 მილიონი ეკუთვნის”
“იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. არ მესმის კვარას ხელფასი აქამდე რატომ არ გაიზარდა”
“თუ ამ ბიჭს სათანადოდ არ დააფასებენ, ნაპოლის დატოვებს და მართალიც იქნება”
“კვარადონას ხელფასი სირცხვილია, მისი ანაზღაურება ოსიმენის მსგავსი უნდა იყოს” – წერენ ქომაგები.
Post Views: 1,347