ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“ამ მოთამაშისგან გასაკვირვი არაფერია. ის იტალიაში საქართველოდან ჩამოვიდა. ცოტა თუ იცოდა ვინმემ რამე მანამდე კვარაცხელიაზე. ვაღიარებ, რომ მასზე ბევრი რამ მეც არ ვიცოდი.
“ხვიჩას ყველა მატჩში გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება შეუძლია, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მაბრაზებს.
“ცალი ფეხით ხვიჩა “სიტიში” უკეთ ითამაშებს, ვიდრე ჯეკ გრილიში. ქართველი უფრო კრეატიულია და რაც მთავარია, გააჩნია ხასიათი”, – განაცხადა კასანომ.
Post Views: 3,640