სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, რის შედეგადაც მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო გახდება.
ამ ამბავს იტალიელი ჟურნალისტი, კარლო ალვინო გამოეხმაურა:
“ბევრი მიკროტრავმის გამო კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი გაიწელა. ინფორმაცია მის მიერ მოთხოვნილი თანხის შესახებ მცდარია, რადგან მხარეებს მოლაპარაკებაც არ დაუწყიათ. მიუხედავად ამისა, სიმართლეა, რომ ამის განსახილველად ემზადებიან და ასევე სიმართლეა ის, რომ ნაპოლისა და კვარას გარემოცვას შორის პრობლემა არ არსებობს”. – განაცხადა ალვინომ.
Post Views: 2,298