ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სასუოლო 2-0 ანგარიშით დამაარცხა. კვარა შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას იდეალური პასი გოლად ჯოვანი დი ლორენცომ გარდაქმნა.
მატჩში პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა თერთმეტმეტრიანით გახსნა.
სტატისტიკის უცხოურმა გვერდმა “სოფასკორმა” კვარას თამაში 10-ქულიანი სისტემით 7.4 ქულით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
საუკეთესო ფეხბურთელად მეორე გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გახდა. კაპიტანმა 8.2 ქულა დაიმსახურა.
Post Views: 4,524