სერია ა-ს მეორე ტურში “ნაპოლიმ” “სასუოლოს” სძლია. ამ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და ასისტიც მიითვალა.
“პარმას” ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელემ მისი მოსაზრება მედია გაუმხილა. მისი აზრით ხვიჩა სასტარტოში სპეციალურად არ დააყენეს:
“რასპადორი თავდამსხმელია და კართან ახლოს უნდა ითამაშოს. გამოსავლის მოძებნაა საჭირო. მე არ მესმის რუდი გარსიასი, ის დარწმუნებულია თუ უბრალოდ სურს, პრეზიდენტს აამოს. გარსია ამბობს, რომ კვარაცხელია სასტარტოში იმიტომ არ დააყენა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მაქსიმალურად ვერ ივარჯიშა და გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა. ის ცრუობს. “კვარასნაირი” ფეხბურთელი ცალი ფეხითაც თამაშობს”
“სიმართლე ისაა, რომ აქ საკვანძო რასპადორის მომენტია. “ნაპოლიმ” მოცემულობა უნდა შეცვალოს და ჯაკომოსთვის მოედანზე სტაბილური ადგილი მოძებნოს. მე პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთია”, – განცხადა ფედელემ.