“ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შორის მთელი ზაფხულია მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლების თაობაზე აქტიურად მიმდინარეობს.
იტალიური მედია ამ ყველაფერზე ახალ სტატიას აქვეყნებს, სადაც იუწყებიან, რომ დე ლაურენტისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
“ნაპოლის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. კლუბი მზადაა ხვიჩას ანაზღაურების სახით 2.5-3 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ვინგერის გარემოცვა არანაკლებ 5-6 მილიონს ელის, რაც ნაპოლის გარემოცვას აფიქრებს”
“მოლაპარაკებები კიდევ მცირე დროით გაიწელება, თუმცა დიდია იმის ალბათობაც, რომ ლაურენტისი ამ წინადადებას დათანხმდეს”
ასევე იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თუ რატომ არ ჩქარობს ნაპოლის ბოსი გადაწყვეტილების მიღებას. დე ლაურენტისი კვლავ ელოდება კვარას ფორმაში ჩადგომას და ქართველისგან ისეთივე თამაშის ხარისხსს, რომელსაც ხვიჩა გასულ სეზონში ანახებდა.