სერია ა-ს მესამე ტურში “ნაპოლი” საკუთარ სტადიონზე “ლაციოსთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა ის გუნდის თავკაცმა, რუდი გარსიამ 66-ე წუთზე შეცვალა. ამასთამ დაკავშირებით ფრანგმა კომენტარი გააკეთა:
“რატომ შევცვალე “კვარა”? შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა, რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი. ამ სეზონში 90 წუთი არ ჰქონდა ჩატარებული, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს დაგეგმილი გვქონდა. მას თამაშამდე ველაპარაკე და ჩვენ დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით”
“მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია. დებიუტში გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი მარუშიჩს მოხვდა”, – განაცხასა ფრანგმა.
Post Views: 5,382