ნაპოლისთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების და შესაბამისად, ხელფასის მომატების საკითხი ისევ გადაუჭრელია.
“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი სერია A-ს სამივე ტურის მატჩს დაესწრო, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ შეხვედრია.
ჯუღელი “სტადიო მარადონაზე” იყო ლაციოსთან მატჩშიც, ის იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც დე ლაურენტისი, მაგრამ იტალიური პრესის ცნობით, მათ შორის, შეხვედრა მაინც არ შემდგარა. ეს კი, ეჭვებს აჩენს. სამაგიეროდ, ჯუღელი შეხვდა ნაპოლის სკაუტინგის ხელმძღვანელ მაურიციო მიკელის, მაგრამ მოლაპარაკებებში მხარეებმა პროგრესს ვერ მიაღწიეს.” – წერს გამოცემა
Post Views: 1,418