ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.
“ვერავინ იტყვის, რომ ამ ბიჭებს ვინმე ან რამე დააკლდათ. რა თქმა უნდა, მეტიც შეეძლოთ, მაგრამ ძალიან წარმატებული 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გამოუვიდათ. მე ჩემს მიზეზზე უკვე ვისაუბრე და ეს ყველამ იცის”
“მე და რამდენიმე ფეხბურთელი, რომ ჩამოვსულიყავით, ვერ გაიგებდით სხვების შესახებ, რომლებმაც თავი გამოიჩინეს. ბიჭებს ორი წელი ჰქონდათ ერთად გატარებული. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ რაიმე ტრავმა მიმეღო ან რაიმე მომხდარიყო. არა მხოლოდ ჩემთვის, არ იქნებოდა არავისთვის კარგი თუ მათ ხელს შევუშლიდი. ყველაფერს გულწრფელად ვიძახი. “ნაპოლის” აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, გაუშვებს თუ არა ვინმეს. ჩემი მხრივ, 100%-ით ვიხარჯები საქართველოსთვის ყოველთვის და ყველა მოედანზე ნახავს დანარჩენს ”
“საქართველოს ნაკრებისთვის და გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. იმას არ ვიტყობ, რომ რაღაც მაკლია. ჩემი აზრით, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ”
“ძალიან გახარებული ვარ, რომ შენი შრომა ფასდება და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოვხვდი, მაგრამ ახლა მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაზე ვფიქრობ”
“ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ და როგორც ვარ”
“იმ ბიჭებს ორი წელი ჰქონდათ ერთად გატარებული, მეტი არა მხოლოდ ჩემი თავისთვის, არ იქნებოდა ეს ყველაფერი კარგი. თუ შევუშლიდი. ყველაფერს გულწრფელად ვიძახი. ნაპოლის აქვს გადაწყვეტილება გუაშვებს თუ არა. ჩემი მხრივ, 100%-ით ვიხარჯები საქართველოსთვის.
წყარო : Fanebi.com