ესპანეთთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან წაგებულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს:
“როგორც კაპიტანი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. შეურაცხყოფილი ვარ, ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშს არ იმსახურებდა.
ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა ხასიათს გამოვავლენთ ნორვეგიასთან მატჩში. ფეხბურთის თამაში მხოლოდ გოლების გატანა არაა, ხასიათი, ჩვენი პიროვნულობა უნდა ვაჩვენოთ“, – განაცხადა კაშიამ.
Post Views: 5,819