საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და გამანაგურებელი ანგარიშით, 1:7 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ყოფილმა თანაგუნდელმა, ფაბიან რუისმა გაუცვალა, რომელთან ერთადაც მცირე დრო ნეაპოლში გაატარა – ახლა ესპანელი ფრანგული პსჟ-ს ღირსებას იცავს.
Post Views: 51,710