ლუჩიანო სპალეტიმ, ხვიჩა კვარაცხელიას ადამიანურ თვისებებს გაუსვა ხაზი. სპალეტიმ ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც “ნაპოლის” ედგა სათავეში.
“კვარამ უკვე ითამაშა რუსეთში და გასაგებია, რომ ახლა იტალიაში ადაპტაციას გადის, მაგრამ ეს ახალ ქვეყანაში მოსვლისას ნორმალურია. კვარა კარგად შეეწყო გუნდს.
კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და ამის სუფთად აკეთებს, მაგრამ ისეთი მორცხვია… არასოდეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია”, – განაცხადა სპალეტიმ.
Post Views: 4,317