იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” კვარაცხელიას მშრალ სერიას გამოეხმაურა :
“შაბათს გახდება 181 დღე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანას ნაპოლის რიგებში ვერ ახერხებს, ეროვნულ ნაკრებში კი, უფრო ხანგრძლივი სერია აქვს, რადგან ბოლოს გოლი გასული წლის 26 სექტემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ გაიტანა. ეს თითქმის ერთი წელია და მას შემდეგ საქართველოს ნაკრებში მან 5 უგოლო თამაში ჩაატარა, მაშინ, როდესაც მანამდე 6 შეხვედრაში 5-ჯერ გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. გარსიას სანაკრებო შეკრებიდან ძალიან გაბრაზებული კვარა უბრუნდება, არა მარტო იმის გამო, რომ ვერ თამაშობს თავის დონეზე, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ მატჩში 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, მან კი ამ მატჩებში კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ორჯერ კარისკენ და საგოლე პასიც ვერ გააკეთა. ახლა, ჯენოასთან სურს, აჩვენოს, რა შეუძლია,” – წერს “ტუტოსპორტი”.