„ჯენოასთან“ მატჩის წინ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
💬 „კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ორი თამაშის შემდეგ გუნდს გუშინ დაუბრუნდა. მის გამო არ ვღელავ, რადგან დარწმუნებული ვარ, გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას გააგრძელებს. „ლაციოსთან“ მატჩში მას არ გაუმართლა, რადგან ყველა დარტყმის დროს დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა. გასულ შეხვედრაში მას 90 წუთი არ უთამაშია, თუმცა ის უკვე ამისთვის მზადაა“
“ნაპოლის” მწვრთნელი კვარაცხელიას “ჯენოასთან” პირველივე წუთებიდან დატვირთავს.
Post Views: 1,660