88 წლის ასაკში გარდაიცვალა ველოდი მირცხულავა. ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.
ველოდი მირცხულავა საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ვირუსული ვიდეოთი გაიცნო. ვიდეოში, სავარაუდოდ, ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობით შეწუხებული ველოდი მირცხულავა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აგინებს.
ველოდი მირცხულავა 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო გულრიფშის 108-ე სამაჟორიტარო ოლქიდან.
ასევე წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკ “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს”. მირცხულავას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
Post Views: 2,444